მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამარტივებული ლიცენზირება უცხოური სანდო ბანკებისთვის - ვის უხსნის კარს საქართველო?

გამარტივებული ლიცენზიის პირობები უცხოური სანდო ბანკებისთვის - „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები განხილვის და დისკუსიის საგანი პარლამენტის დღევანდელ სესიაზეც იყო. ცვლილებების თანახმად, საქართველოში უცხოური ბანკის ფილიალის ან შვილობილი კომპანიის დაფუძნება და საბანკო ლიცენზიის მიღება გამარტივებული წესით იქნება შესაძლებელი, თუ ბანკი სანდო ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანობს და საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს ეროვნული ბანკისთვის მისაღები ან უფრო მაღალი საკრედიტო რეიტინგი. როგორც საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები აცხადებენ, დაგეგმილი ცვლილებების მიზანია, სექტორში კონკურენციის ზრდა. სებ-ის პრეზიდენტი კი ამბობს, რომ ინიციირებული ცვლილებები ქართულ ბაზარზე ახალი საფინანსო ინსტიტუტების შემოსვლას შეუწყობს ხელს. ფინანსისტების ნაწილი კი კანონში დაგეგმილ ცვლილებებს სკეპტიკურად უყურებს. რეალურად, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებებმა და რამდენად მოსალოდნელია, საქართველოში ახალი უცხოური ბანკების შემოსვლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები