მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამჭვირვალობის სახელით - “რუსული კანონის” გავლენა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებზე

გამჭვირვალობის სახელით „ოცნების“ ინიცირებული ე.წ რუსული კანონი, მისი რეალური მიზანი და გავლენა მედია და არასამთავრობო სექტორზე. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ცივილური ქვეყნის საელჩო თუ წარმომადგენლობა მოგვიწოდებს ამ კანონპროექტის არმიღებისკენ. მიუხედავად საზოგადოების აღშფოთებისა, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკისა, საქართველოს პარლამენტი აგრძელებს ე.წ. “რუსულ” კანონზე მსჯელობას.

ბოლო დღეების მოვლენებმა კარგად დაგვანახა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ჩვენი დასავლელი პარტნიორების კრიტიკა, არგუმენტი არ არის. რუსეთში მოქმედი კანონის იდენტურ პროექტზე მმართველი ძალა გვიმტკიცებს, რომ ის ევროპულია და ხელს არ უშლის ქვეყნის სვლას ევროკავშირისკენ და მისი მიღების რეალური მიზანი მესამე სექტორის და მედია ორგანიზაციების გამჭვირვალობაა, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ ამ იარლიყს დაასვამს კანონი ყველას, ვინც 20%-ზე მეტ დაფინანსებას უცხოელი დონორებისგან იღებს. კანონპროექტი არ განსაზღვრავს საქმიანობის სფეროებს, რომლებსაც ის შეიძლება შეეხოს. ამგვარად აიძულებს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას შესაბამის რეესტრში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირდეს.

ასეთი გაუმჭვირვალეა თუ არა ქვეყანაში მედია და არასამთავრობო სექტორი, როგორადაც ამას მმართველი პარტია წარმოაჩენს და რა არის რეალური მიზანი -გამჭვირვალობა თუ სტიგმატიზაცია?

სტუმრები: ლიკა საჯაია - საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს საპარლამენტო მდივანი; ზურაბ ვარდიაშვილი - “პუბლიკას” დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები