ბოლო ერთ წელიწადში მცირე ზომის სასურსათო მაღაზიების რაოდენობა ქვეყანაში განახევრდა- მაღაზიათა ასოციაციის ინფორმაციით, მათი კომპანიების რაოდენობა 800-დან 400-მდე შემცირდა. დისტრიბუტორები კი მაღაზიების დახურვის გამო მიწოდებული პროდუქციის დანაკარგებზე საუბრობენ, რომელსაც მაღაზიები დახურვის შემდეგ აღარ იხდიან. რა გამოსავლის გზაზე საუბრობენ ბაზრის მოთამაშეები და დგას თუ არა დღის წესრიგში მხარეებს შორის ურთიერთობების კანონის დონეზე დარეგულირების საკითხი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მთავრობის ინიციატივა იყო?