მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამძლეობა და მდგრადობა, საწვავის ეკონომია - Bridgestone-ის საბურავები „თეგეტა მოტორსში“

Bridgestone
BM. GE
10.08.23 10:35
183

საბურავები ავტომობილის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი და საჭირო ატრიბუტია. ის ერთადერთი დეტალია, რომელსაც უშუალოდ სავალი გზის ზედაპირთან აქვს შეხება. შესაბამისად, მის გარეშე ავტომობილის ნორმალური ფუნქციონირება წარმოუდგენელია. დამუხრუჭებისას, მოხვევისას თუ დაძვრისას ყველაზე დიდი დატვირთვა სწორედ საბურავებზე მოდის.

სწორად შერჩეული საბურავი უსაფრთხოების გარანტიაა. თუმცა, ზოგჯერ ახალბედა მომხმარებელს საბურავების სწორად შესარჩევად მეტი ძალისხმევა სჭირდება.  აუცილებელია გაითვალისწინო შენს ქალაქში, სოფელსა და, ზოგადად, სამოძრაო არეალში არსებული კლიმატი. ამ ყველაფრის გათვალისწინების შემდეგ კი უკვე შეგიძლია შეიძინო ახალი საბურავები.

არსებობს სამი ტიპის საბურავი: ზაფხულის, ზამთრისა და ყველა სეზონის საბურავი. გარდა სეზონური საბურავების სპეციფიკისა, მომხმარებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ზომის, ტვირთამწეობის, სიჩქარის ინდექსი და სხვა სპეციფიკები.

ზაფხულის საბურავები მორგებულია თბილ და ცხელ კლიმატს, იდეალურია წვიმიან  ამინდში, სველ გზაზე გადასაადგილებლად. თუმცა, დაბალ ტემპერატურაზე ზაფხულის საბურავი ვერ ახერხებს „გახურებას“ და იზრდება მოცურების შანსიც. შესაბამისად, ასეთ კლიმატურ პირობებში ზამთრის საბურავების შეძენაა საჭირო. თავის მხრივ, ზამთრის საბურავი უზრუნველყოფს ეფექტურ მოჭიდებას ისეთ რთულ კლიმატურ პირობებში, როგორებიცაა თოვლი, ყინული და თოვლ-ჭყაპი.

თეგეტა მოტორსში ძალიან დიდი არჩევანია. აქ შეგიძლია შეარჩიო 60-ამდე სხვადასხვა ბრენდის ზამთრის, ზაფხულისა და ყველა სეზონის საბურავი. საბურავების ფასები მაქსიმალურად არის მორგებული მომხმარებელზე. შესაბამისად, მას შეუძლია შეარჩიოს სასურველი საბურავი ხელსაყრელ ფასად.

თეგეტა მოტორსი უკვე 25 წელია, რაც საბურავების მწარმოებელ იაპონურ ბრენდთან Bridgestone-თან თანამშრომლობს. ბრენდების თანამშრომლობა ჯერ კიდევ 1998 წლიდან იწყება. სანდოობა, საერთო ღირებულებები და სტაბილურობა, სწორედ ამ ფასეულობებმა განაპირობა ბრენდებს შორის გამორჩეული დამოკიდებულება და მჭიდრო კავშირი. აღსანიშნავია ისიც, რომ თეგეტა მოტორსი იაპონური ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია. თავად ბრენდი 1931 წელს იაპონიაში ქალაქ კურუმეში დაარსდა და ინოვაციური მიდგომებით დღემდე ინარჩუნებს ლიდერობას წარმოების სფეროში.

„ბრიჯსტოუნის“ იაპონური საბურავები უმაღლესი სტანდარტით, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან მზადდება. გამძლეობა და მდგრადობა, საწვავის ეკონომია, უსაფრთხო გადაადგილება და რთულ გარემოში ეფექტური მუშაობა - სწორედ ასე ხასიათდება  გამორჩეული ბრენდი „ბრიჯსტოუნი“. ზამთრისთვის, ზაფხულისთვის, სველი თუ თოვლიანი გზისთვის, სპორტული აქტივობისთვის, „ბრიჯსტოუნის“ საბურავები ნებისმიერი მომხმარებლის სურვილს აკმაყოფილებს.

ამ ბრენდის საბურავების ყიდვა თეგეტა მოტორსის ფილიალებში უსასრულო გარანტიით შეგიძლიათ, რომელიც პირობების გამოთვლას პროდუქტის პროტექტორის ცვეთის მიხედვით ითვალისწინებს.

25-წლიანი წარმატებული თანამშრომლობის აღსანიშნავად თეგეტა მოტორსი სხვადასხვა საინტერესო შეთავაზებას სთავაზობს მომხმარებლებს. მათ შორის გამორჩეულია 25%-იანი Cashback აქცია „ბრიჯსტოუნის“ საბურავებზე, რომელიც თეგეტა მოტორსის ყველა ფილიალში ვრცელდება.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები