დიდუბის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი ელიავას ბაზრობის ტერიტორიის მფლობელებს ადგილის დათვალიერებას ორშაბათს დილის 11 საათზე სთავაზობს. გამგებლის განცხადებით, დამწვარი დაახლოებით 20 ობიექტია.
„ ვთავაზობ დაზარალებულებს და ობიექტების მეპატრონეებს, ორშაბათს დილის 11 საათზე შევიკრიბოთ ტერიტორიაზე და ერთობლივად დავათვალიეროთ ტერიტორია. რაც პირადად ვნახე, დაახლოებით 20 ობიექტი არის დაზარალებული, რაც ჩემი თავლით ვნახე, თუმცა ღამეა და დილისთვის ერთად ვნახოთ ობიექტები. დილამდე, ტერიტორიას სრულად დაიცავს პოლიცია. ამის შემდეგ, შევთანხმდეთ როგორ ვმოქმედებთ“, - განაცხადა გამგებელმა.

























