ბოლო დღეებში საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჭალოვანში გადაღებულ სიუჟეტს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების შესახებ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა შემდეგ განმართებას აკეთებს:
“მოსახლეობაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოსდა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მისაღებად, სავალდებულოდ მოითხოვს შინაურ ცხოველებთან ერთად გადაღებულ ფოტოსურათებს, სინამდვილეს არ შეესაბამება. ასეთი ფოტომასალის წარმოდგენას არ ითვალისწინებს არცერთი სამართლებრივი აქტი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არც ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან ჰქონია ადგილი მსგავს მოთხოვნას.
სამწუხაროდ, მოთხოვნილი დოკუმენტების ჩამონათვალი არასწორად იქნა ინტერპრეტირებული და გავრცელებული კონკრეტული საჯარო მოხელის - გამგებლის წარმომადგენლის მიერ.
აღნიშნულ ფაქტზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა რეაგირებას მოახდენს.
აღსანიშნავია, რომ მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა მხოლოდ სოფელ ქვედა ჭალოვანში და ასეთი მოთხოვნები არ ყოფილა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დანარჩენ 14 სოფელში.
ბოდიშს ვუხდით სოფელ ქვემო ჭალოვანის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ინციდენტის გამო მაღალმთიანი დასახლებებისთვის კანონით გათვალისწინებული სიკეთეების განხორციელებას ხელი არ შეეშლება”, - ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობა ძროხებთან ფოტოსესიის იდეის ავტორს ეძებს
მთავრობა ძროხებთან ფოტოსესიის იდეის ავტორს ეძებს

























