მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ღამის დისტრიბუცია მტკივნეულად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე"

5b24cb5d0e66c
ელენე გოგბერაშვილი
16.06.18 15:00
1960

მერიის მხრიდან სადისტრიბუციო მანქანებისთვის სპეციალური გრაფიკის დაწესების ინიციატივას სადისტრიბუციო ბიზნესი იმ შედეგებს უპირისპირებს, რასაც აღნიშნული ინიციატივის ამოქმედება მოიტანს.


მერია ამ დროისთვის,  სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილებასა და  დღის საათებში შეზღუდვების დაწესებას ქალაქის საცობებისგან განტვირთვის მიზნით განიხილავს.


როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ივა ჭყონია bm.ge-თან აცხადებს, 5 ათასზე მეტი საცალო-სავაჭრო ობიექტი,რომელიც დღეს დედაქალაქშია, ფიზიკურად ვერ შეძლებს ღამის საათებში მიიღოს პროდუქცია.


“იძულებულნი იქნებიან თვითმომარაგებაზე გადავიდნენ და დაიწყონ ან ბაზრებიდან პროდუქციის მოტანა ან უბრალოდ დაიკეტებიან. ღამის დისტრუბუციაზე გადაწყობა ყველაზე მარტივია სადისტრიბუციო კომპანიებისთვის და  ჩვენ მზად ვართ, უბრალოდ ის ობიექტები, რომლებიც არიან ჩვენი კლიენტები და რომლებიც დღის განმავლობაში მარაგდებიან, ღამე უბრალოდ ვერ შეძლებენ პროდუქციის მიღებას. თუ დაიხურებიან პრობლემა პრობლემად დარჩება. არის ჩალექილი ვალები, რომლის ამოღება გაცილებით მეტად გაჭირდება მომავალში.

ჩვენთან თუ პროდუქციას ვერ აიღებენ და დაიწყებენ ბაზრობიდან პროდუქციის შემოტანას, გაიზრდება კონტრაბანდა და ფალსიფიცირების შემთხვევები”-განმარტავს ივა ჭყონია.


მისი თქმით, მას ჰქონდა შეხვედრა აღნიშნულ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროში, ასევე ესაუბრა ყოფილ ფინანსთა მინისტრს, მამუკა ბახტაძეს. ჭყონია იმედს გამოთქვამს, რომ პრობლემა გადაწყდება.

ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს აღნიშნულ საკითხზე მერიასთან კონსულტაციებში ჩაერთოს.


“ვურჩევ არ იჩქარონ და არ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ბიზნესს დააზიანებს”-აცხადებს ივა ჭყონია.


მისი თქმით, დადგენილება უკვე მიღებულია და გადაწყვეტილება ამჯერად თბილისის საკრებულომ უნდა მიიღოს.რა ჩარჩოში მოექცევა სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა განსაზღვრონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები