მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გამიშვეს სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით" - სოსო ბერიკაშვილი CU-დან გაათავისუფლეს

CU

"კავკასიის უნივერსიტეტის" ეკონომიკის სკოლის დეკანი, სოსო ბერიკაშვილი, დაკავებული პოზიციიდან გაათავისუფლეს - ამის შესახებ ბერიკაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, სამსახურიდან გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ უთხრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბერიკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვდა.

სოსო ბერიკაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დამიბარა და მითხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა ჩემი გაშვება სამსახურიდან, რადგან "ბიძინას ვაგინებდი" (ეს ტყუილია, არ მიგინებია, უბრალოდ მკაცრად გავაკრიტიკე "ოფშორების კანონის" გამო, თუმცა მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა).როგორც ჩანს, ჩემი გაგდება საჩქარო იყო, 7 მაისს გამოიცა ბრძანება და გამიშვეს სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით (პოლიტიკური დევნა ჯერ არ იწერება ბრძანებებში).თუ ამ ხელისუფლებას ეს უმსგავსობა გაუვიდა, რეპრესიები მომავალში საყოველთაო გახდება და შეეხება ყველას.

P.S.ბევრ წერილს ვიღებ სტუდენტებისგან, ითხოვენ მხარდაჭერას და პოზიციის დაფიქსირებას. მეგობრებო, როგორც აქამდე, რა თქმა უნდა, თქვენ გვერდით ვდგავარ ყველა სამართლიან პროტესტში", - წერს CU-ს ეკონომიკის სკოლის ყოფილი დეკანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები