მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გამოცდების ნაცვლად ხეების დარგვა - უცნაური კანონი, რომელიც ფილიპინებში მიიღეს

5ceea749aa773
მიხეილ ხაჩიძე
29.05.19 23:10
855
იმისათვის რომ სკოლა, გიმზანია ან უნივერსიტეტი დაამთავრონ, 10 ძირი ხე უნდა დარგონ - კანონი ფილიპინების პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა.

დასავლური მედიის ცნობით, ეს გადაწყვეტილება წელს, სკოლის დამამთავრებელ კლასში მყოფ 12 მილიონ ბავშვს, გიმნაზიის ბოლო საფეხურის 5 მილიონ მოსწავლესა და 500 000 სტუდენტს შეეხება.

კანონის მიხედვით, ხეებს დაცულ ტერიტორიებზე, ნაკრძალებში, სამოქალქო და სამხედრო რეზერვაციებში, სოფლებსა და ქალაქეში დარგავენ.

პარლამენტარებმა კანონში ისიც ასახეს, რომ ხეები ადგილმდებარეობას, კლიმატს და რელიეფს უნდა შეესაბამებოდეს, შესაბამისად, დარგვამდე ისინი წინასწარ უნდა შეირჩეს და დახარისხდეს. ამ საკითხს კი მთავრობის მიერ გამოყოფილი სპეციალური კომისია დაარეგულირებს.

გარდა ამისა, უწყება მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფასა და მათი უსაფრთხოების დაცვაზეც იზრუნებს.

იმ შემთხვევაში თუ კანონი აღსრულდება, ყოველწლიურად ფილიპინებს 175 მილიონი ძირი ხე შეემატება. მთლიანობაში, ერთი თაობის მიერ 525 მილიარდი ხე იქნება დარგული.

როგორც ფილიპინელი დეპუტატები განმარტავენ, მსგავსი გადაწყვეტილება გლობალური კლიმატის ცვლილებებში ახალგაზრდების ჩართულობას გაააქტიურებს, ფილიპინების ლანდშაფტს გაალამაზებს და უფრო ჯანსაღს გახდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები