საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საცხოვრებელი კორპუსის აივანზე მწვადის შეწვის გამო მორიგი ცრუ გამოძახების "მსხვერპლი" აღმოჩნდა.
ძლიერი დაკვამლიანების გამო 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე გორგასალის ქუჩაზე დღეს 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, მათ შორის სახანძრო კიბე იყო მობილიზებული.
"ცეცხლის კერა" მერვე სართულზე იყო. სამაშველო ოპერაციის დაწყებამდე კი მეხანძრეებმა აღმოაჩინეს, რომ დაკვამლიანების მიზეზი მერვე სართულის აივანზე მწვადის შეწვა იყო.
საგანგებო სიტუაციებისა და მართვის სამსახურის უფროსის ინფორმაციით ცრუ განგაშზე გამოძახებული მეხანძრეები სახლის მეპატრონეებმა მწვადზე მიიპატიჟეს.