მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გამოძიება მიმდინარეობს Gem Fest-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით"

59959c5eb636c
BM.GE
17.08.17 17:32
1364
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „ჯემ ფესტთან“ დაკავშირებულ საკითხზე გამოძიების დაწყების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"გამოძიება მიმდინარეობს ფესტივალის ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფესტივალის ადმინისტრაციის ოფისიდან შესაბამისი დოკუმენტების ამოღება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება, სისხლის სამართლის №092090817006 საქმეზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების ანაკლიასა და განმუხურის ტერიტორიაზე 2017 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე პერიოდში შპს „არტ პლატფორმა“-ს (ს/კ 404520185) მიერ ჩატარებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის GEM FEST ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე, საქმეზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, დოკუმენტების ამოღება, ინფორმაციის გამოთხოვა, მოწმეთა გამოკითხვა“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები