მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოფენა „ამ მოგონებამ მიმიყვანა სხვა მოგონებამდე“

63f5e3c69b6de
BM.GE
22.02.23 13:39
569
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 23 თებერვლიდან, თანამედროვე ხელოვნების გამოფენას „ამ მოგონებამ მიმიყვანა სხვა მოგონებამდე“ უმასპინძლებს.

გამოფენა წარმოადგენს ვიზუალური ხელოვნების და პოეზიის ერთობლივ ექსპოზიციას. ნამუშევრების ერთობლიობა თითქოს ხიდია, რომელიც დამთვალიერებელს გონების ლაბირინთებში მოგზაურობას სთავაზობს. ხან ლექსი აბრუნებს რეალობასთან, ხან ვიზუალური იმპულსი ან ხმა. მნახველი, მისი უახლესი გამოცდილებებით შემოდის საგამოფენო სივრცეში და წარსულის კვალს ხვდება თითოეულ არტეფაქტში, რითაც ირთვება შინაგანი მოგზაურობის გარდაუვალი ქსელი, - ერთი მოგონებიდან მეორეში გადაეშვება.

მოგონებები ჩვენი ცხოვრების და ინდივიდუალური გამოცდილებების განუყოფელი ნაწილია. აწმყოდან მიღებული მოულოდნელი იმპულსები კი როგორც სამხილები, წარსულის სხვადასხვა მოგონებების გასაღებები, ახალ-ახალ შრეებს ხსნიან ჩვენს გონებაში. კურატორული დუეტის მარიამ ლორიას და მარიამ წიქარიძის მიერ შერჩეული ხელოვანები თავიანთ ნამუშევრებში ეხებიან მეხსიერებას და მის შრეებს სხვადასხვა რაკურსით შლიან.
გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს შემდეგი ხელოვანების ნამუშევრებს: ტატიანა ასათიანი, თეა გვეტაძე, სოფო კობიძე, დავით მესხი, მარიამ მუთიძე, ნინო ქვრივიშვილი, ვაჟიკო ჩაჩხიანი, ნინო ჩუბინიშვილი, ბუკა ღვაბერიძე, ანნა ჯიბლაძე, გ. ჯ.

გამოფენის კურატორები: მარიამ ლორია და მარიამ წიქარიძე.

გამოფენის გახსნა: 23 თებერვალი | 18:00 საათი.

გამოფენის ხანგრძლივობა: 23 თებერვალი - 15 აპრილი, 2023


NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები