„ლელოს“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი უნდა დაუწესდეთ. ხაზარაძე ეხმაურება რუსეთის გადაწყვეტილებას სავიზო რეჟიმის და ავიაემბარგოს გაუქმების შესახებ.
„გაიღვიძე საქართველო! გამოფხიზლების დროა! მიმდინარეობს საქართველოს ჩუმი ანექსია - ანექსია მარტო ტანკი არ არის. სასწრაფოდ დაუწესდეს რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი! ასე თუ გაგრძელდა, მივიღებთ საქართველოს ქართველების გარეშე!“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
ინფორმაციისთვის, დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული „აზიმუტის“ პირველი თვითმფრინავი დაეშვა.