მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„გამოიჩინეთ სიმამაცე და უთხარით ბატონ კობახიძეს, რომ არაფერი გამოდის“ - დაჯი კოვზირიძე შოთა ბერეკაშვილს „ფასების კომისიაზე“

დაჯი კოვზირიძე

ბატონო შოთა, გამოიჩინეთ სიმამაცე და უთხარით ბატონ კობახიძეს, რომ არაფერი არ გამოდის და უბრალოდ, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი - ასე მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, „ფასების საპარლამენტო კომისიის“ წევრმა დაჯი კოვზირიძემ კომისიის თავმჯდომარეს შოთა ბერეკაშვილს დღეს, გამართულ სხდომაზე, სადაც „ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს უსმენენ.

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, დარგის წარმომადგენლების მონაწილეობით, მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავენ.

დაჯი კოვზირიძის კითხვამდე შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა, რომ ის მედიკამენტები, რომლებზედაც რეფერენტული ფასები ვრცელდება, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე ძვირად საქართველოში არ იყიდება. ამ განცხადებას ოპოზიციონერი და მმართველი პარტიის დეპუტატების კითხვა პასუხი მოჰყვა:

დაჯი კოვზირიძე: - თუ მედიკამენტების ფასების საქართველოში ევროპაზე იაფია, კომპანიებს მოგება არ აქვთ - რატომ დაიბარეთ ეს ხალხი აქ?...

შოთა ბერეკაშვილი: - დავიბარეთ იმიტომ რომ გვინდა, ბიზნესთან გვქონდეს ყოველთვის კომუნიკაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენს მოსახლეობას საუკეთესო ფასები შევთავაზოთ...

დაჯი კოვზირიძე: - ბატონო შოთა, გამოიჩინეთ სიმამაცე და უთხარით ბატონ კობახიძეს, რომ არაფერი არ გამოდის და უბრალოდ, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. კობახიძე ცდილობს წინა ადმინისტრაციიდან გადმოაწყოს ბიზნესი ახალ ადმინისტრაციაზე. იმის გამო, რომ ხომ ბრძანა ბატონმა კალაძემ, თქვენმა ერთ-ერთმა ლიდერმა, რომ 99% არის თქვენი დამფინანსებელი და თქვენი მხარდამჭერი და, ანუ, ახლა რა გინდათ თქვათ, რომ ამ თქვენ მხარდამჭერებს, ამ თქვენ დამფინანსებლებს, თქვენ რას შვრებით, ახლა ფასებს დააკლებინებთ? და თქვენ დარდობთ მოსახლეობაზე, რომ მოსახლეობას ჰქონდეს დაბალი ფასები? ეს არის უბრალოდ სრულიად ტყუილები და კიდევ მოგიწოდებთ, გამოიჩინეთ სიმამაცე და უთხარით, რომ არაფერი არ გამოდის, ხალხსაც გაეხარდება და თქვენც უფრო ძალიან მამაცად გამოჩნდებით.

დაჯი კოვზირიძე: - აღნიშნული შეხვედრის მიზანია, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ რეფერენტული ფასები მუშაობს და დღეს თუ ვრცელდება ეს 7000 მედიკამენტზე, ჩვენი მიზანია, რომ ეს გაფართოვდეს და გავრცელდეს 11000 მედიკამენტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი 7000 მედიკამენტზე ჩვენი მოსახლეობა საუკეთესო ფასს იღებს, ასევე მიიღებს დამატებით 4000 მედიკამენტზე. ეს არის მიზანი და ძალიან კარგი მიზანია. მიმაჩნია და ძალიან მნიშვნელოვანი პრეპარატები შევა ამ რეფერენტულ ფასში, დაემატება პროგრამაში და იმუშავებს ძალიან წარმატებით, რომელიც დაიწყო 2023 წელს და გაგრძელდება დღესაც. ეს არის მიზანი. ძალიან გარკვევით გითხარით მიზანი და დანარჩენი, თქვენ იფიქრეთ, როგორ, კარგია ეს თუ ცუდი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები