მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოიკვეთა 7 ყალბი და 15 საეჭვო პროფილი, რომლებიც ცესკოს "ფეისბუქ" გვერდზე მათ მხარდამჭერ კამპანიაში არიან ჩართული - ISFED

სამართლიანი არჩევნები
09.11.24 23:41
1496

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, გამოიკვეთა 7 ყალბი და 15 საეჭვო პროფილი, რომლებიც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის "ფეისბუქ" გვერდზე მათ მხარდამჭერ კამპანიაში არიან ჩართული. ამის შესახებ ინფორმაციას ISFED ავრცელებს.

მათი ცნობით, არაავთენტური ანგარიშები, რომელთა ნაწილიც სხვის იდენტობას იპარავს, ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტებზე კოორდინირებულად და მრავალჯერ აკომენტარებენ. აღსანიშნავია, რომ თითოეულ პოსტზე არაავთენტური ანგარიშების კომენტარები ხშირად იდენტური ან მსგავსი შინაარსისაა.

"ყალბი და საეჭვო ანგარიშები საპარლამენტო არჩევნებსა და კენჭისყრის პროცესში გამოყენებულ ელექტრონულ ტექნოლოგიებს დადებითად აფასებენ. მეორე მხრივ, ისინი ცდილობენ, არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების მნიშვნელობა დააკნინონ და დეზინფორმაციად წარმოაჩინონ", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები