„გუშინ გაიმართა მმართველი ძალის შეხვედრა. გამოიკვეთა ჩემსა და მმართველ გუნდს შორის აზრთა სხვადასხვაობა“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.
„ საუბარი იყო ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პლიტიკაზე. მინდა აუცილებლად ავღნიშნო, რომ ბოლო თვეებში იყო რიგი საკითხები, რომელშიც მქონდა პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული მოსაზრებები. ეს ნორმალური პროცესია. არასდროს მოვრიდებივარ პოლემიკას. დღეს არის ის მომენტი როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება გუნდი დააკომპლექტოს”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

























