მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გამოირიცხა ყველა გზა, რომლითაც ENKA ხეობაში შევა“ - ვითარება რიონის ხეობაში

60b35ee731729
თელარა გელანტია
30.05.21 13:45
7596
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა სოფელ სორმონში კარავი გაშალეს და გზა გადაკეტეს.

როგორც ჟურნალისტებს „რიონის ხეობის მცველების“ აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განუცხადა, ყველა გზა, რომლის გავლითაც კომპანია შეიძლება ხეობაში აღმოჩნდეს, გადაკეტილია.

„აღმოჩნდა ისე, რომ კომპანიამ ამასობაში ალტერნატიული გზა გამოძებნა და „პიკაპებით“ ხდებოდა ხეობაში გადაადგილება. აქ მცხოვრებლებმა სოლიდარობა გამოგვიცხადეს, გამოთქვეს სურვილი, რომ გზის ამ ნაწილის დაკეტვაში თავად მიიღებდნენ მონაწილეობას და ლეგიტიმაცია რომ მივცეთ ამ ადგილს, როგორც ჩვენს ერთ-ერთ ლოკაციას, მოვედით და ვშლით კარავს.

გამოირიცხა ყველა შესაძლებლობა, რომ რომელიმე გზიდან შევიდეს კომპანია ხეობაში. ამ ადგილიდან სპეცტექნიკა ისედაც ვერ შევა, ვიწრო გზა არის და ფიზიკურად ვერ გაეტევა, მაგრამ დადიოდნენ პატარა სატრანსპორტო საშუალებებით, ალბათ მუშახელი შეჰყავდათ. ახლა უკვე გამოირიცხა ყველა შესაძლებლობა, გზა, რომლითაც კომპანია „ენკა“ ხეობაში შევა“, - განაცხადა გოლეთიანმა და დასძინა, რომ გზა გადაკეტილი რჩება „გუმათჰესთან“ და კომპანიის ბაზასთან.

"რიონის ხეობის მცველმა" მიმართა მხარდამჭერებსაც. 

"ხვალიდან უკვე მნიშვნელოვანია ჩვენი სიმრავლე. დილის 09:00 საათზე შევიკრიბებით ქუთაისთან ახლოს, სადაც პირველი კარავი გვაქვს გაშლილი. მადლობა მხარდაჭერისთვის", - თქვა გოლეთიანმა facebook-მიმართვაში. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები