"ეს არის კითხვა, რომელსაც ხშირად ვიღებ და ვცდილობ არ ვუპასუხო უბრალოდ იმიტომ, რომ სპეკულირება არ მსურს", - ასე პასუხობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ჟურნალისტის კითხვას გამოიყენებს თუ არა უვიზო მიმოსვლის გაუქმების გამარტივების ახალ მექანიზმს ევროკავშირი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
"რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ახალი მექანიზმი უკვე არსებობს. ეს არის არ მხოლოდ საქართველოსთვის არამედ ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა აქვს. შემიძლია გითხრათ, რომ დეკემბერში, შემდეგ თვეში ევროკომისია გამოაქვეყნებს უვიზოს შეჩერების ანგარიშს მათ შორის, საქართველოსთვის. ეს ანგარიში გაეგზავნებათ წევრ ქვეყნებს იმისთვის, რომ განიხილონ და მიიღონ გადაწყვეტილება. რა სახის გადაწყვეტილება იქნება მიღებული წევრი ქვეყნების მხრიდან, ამაზე ნამდვილად არ მსურს სპეკულირება", - ამბობს ელჩი.
ჟურნალისტის კითხვაზე არსებული რეალობის გათვალისწინებით საქართველოზე ანგარიში უარყოფითი იქნება თუ დადებითი.
„როგორც ყველამ ვიცით, ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა განმარტებები ვიზებთან დაკავშირებული ბოლო ანგარიშიდან რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ. ევროკომისიამ მიიღო პასუხი. როგორც მესმის, ეს პასუხი არ არის დამაკმაყოფილებელი. საქართველოს ხელისუფლებისგან მიღებულ ამ პასუხებზე დაყრდნობით, დეკემბერში გამოქვეყნდება ვიზების შეჩერების მექანიზმის ახალი ანგარიში. მას წევრ სახელმწიფოებს გაუზიარებენ და გადაწყვეტილებას ისინი მიიღებენ“,
7 ოქტომბერს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომლითაც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმება მარტივდება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს ან არღვევენ ადამიანის უფლებებს.




























