მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გამოკითხული ბიზნესის 79%-ს მომავალ 6 თვეში დოლართან ლარის კურსის ცვლილებას არ ელის - BAG ინდექსი

ბიზნესი

IV კვარტალში, გამოკითხულ კომპანიათა უმრავლესობა (79%) მომავალ 6 თვეში ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის ცვლილებას არ ელის.

BAG ინდექსის მიხედვით, ლარის გაუფასურებას გამოკითხული კომპანიების მხოლოდ 11%, ხოლო გამყარებას 10% ელის.

„აღსანიშნავია, რომ წინა კვარტალთან შედარებით, 9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც მომდევნო 6 თვეში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას არ ელიან, ხოლო 8 პროცენტული პუნქტით შემცირდა იმ კომპანიების წილი, რომლებსაც მომდევნო 6 თვეში ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის გაუფასურების მოლოდინი აქვთ“, - წერია BAG ინდექსში.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ინდექსისაქართველოს ბიზნეს ასოციაციის, პიემსი კვლევითი ცენტრისა და ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია. BAG ინდექსი მოიცავს BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების 1 მმართველი მენეჯერების შეფასებას BAG ბიზნეს კლიმატის, BAG დასაქმების ბარომეტრის და BAG საინვესტიციო გარემოს შესახებ. პიემსი კვლევითი ცენტრი BAG ინდექსს აქვეყნებს ყოველკვარტალურად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები