მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოკითხულთა 21%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ოცნებაა“, 19%-ის - ოპოზიცია - CRRC

ბიძინა ივანიშვილი

კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 21%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნებაა“, ხოლო 19%-ისთვის ოპოზიცია.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC-საქართველო) მიერ გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმეტესობა, 31% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არაა. 29%-მა კი პასუხი არ იცის ან უარს ამბობს.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასე ნაწილდება:

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის კვლევის შედეგებთან შედარებით შემცირებულია გამოკითხულთა წილი, რომლებიც ამბობენ, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს მმართველი პარტია ან ოპოზიციაა, საპირისპიროდ კი გაიზარდა მათი რაოდენობა, ვის შეხედულებებთან ახლოსაც არც ერთი პარტია არ დგას. 2021 წელს ანალოგიურ კითხვაზე პასუხები ასე ნაწილდებოდა: "ქართული ოცნება" - 24%, ოპოზიცია - 32%, არც ერთი - 23%, არ იცის/უარს ამბობს პასუხზე - 21%.

2024 წლის „კავკასიის ბარომეტრი“ საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის მე-12 ტალღას წარმოადგენს. კვლევის ფარგლებში 1 509 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები კი 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე მიმდინარეობდა. მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შედეგები მთელი ქვეყნის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია და არ მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები