მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოკითხულთა 61% მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა - IPM კვლევები

ცესკო

IPM კვლევებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომელიც შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 61% მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, 25% თვლის, რომ არ გაყალბებულა, ხოლო 14%-მა არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.

18-34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ყველაზე მეტი ადამიანი - 71% მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა, 35-54 ასაკობრივ კატეგორიაში 56%, ხოლო 55 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში, არჩევნებს გაყალბებულად 53% მიიჩნევს.

IPM კვლევების მიერ სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით, 3 - 12 დეკემბრის ინტერვალში. გამოიკითხა 18+ წლის 1600 მოქალაქე. კვლევის ცდომილება 95% ნდობის ინტერვალში არ აღემატება +/- 2,5%-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები