IPM კვლევებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა უმეტესობის (55%) აზრია, რომ აშშ და ევროკავშირი უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული საქართველოში მიმდინარე პროცესებში.
IPM კვლევების მიერ BMG-სთვის მოწოდებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით აშშ-ს და ევროკავშირის რეაგირებას საქართველოში არსებული მოვლენებზე, 20% პასუხობს, რომ აშშ და ევროკავშირი საკმარისად არიან ჩართული მიმდინარე პროცესებში, 25%-მა კი არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.
IPM კვლევების მიერ სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით, 3 - 12 დეკემბრის ინტერვალში. გამოიკითხა 18+ წლის 1600 მოქალაქე. კვლევის ცდომილება 95% ნდობის ინტერვალში არ აღემატება +/- 2,5%-ს.