გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტის გაზრდის მომხრეა, - ასეთია NDI-ის კვლევის შედეგი. კერძოდ, კითხვაზე „რომელი სფერო არის თქვენთვის ყველაზე პრიორიტეტული იმის გათვალისწინებით, რომ ამ სფეროში თანხის დახარჯვა სხვა სფეროსთვის დაფინანსების მოკლებას გულისხმობს“, - გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა - 61% ამბობს, რომ ეს ჯანდაცვის სფეროა. მეორე ადგილზეა განათლება - 55%; მესამეზე კი პენსიები და სოციალური დახმარებები.
კითხვაზე, სად მოაკლებდით დაფინანსებას, ფულის ამ სფეროში დასახარჯად, მოსახლეობის უმრავლესობა - 31% ამბობს, რომ ეს სფერო საგარეო ურთიერთობები და დიპლომატია; ამასთან, 30% კითხვაზე საპასუხოდ ამბობს „არ ვიცი“, ხოლო 12% კი თანხას პოლიციას მოაკლებდა.
NDI-ის კვლევა 23 ივნისი - 8 ივლისის პერიოდში მიმდინრეობდა, მის ფარგლებში 2409 დასრულებული ინტერვიუ ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%-ია.