მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გამოკითხულთა 15%-ის აზრით საჯარო მოხელეები თანამდებობებს პირადი მიზნებისთვის იყენებენ

5af55c8029386
მეგი კავთუაშვილი
11.05.18 13:02
494
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ საჯარო პოლიტიკის საკითხების შესახებ გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. 3-28 მარტის ჩათვლით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხულთა 37% მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელეები დაკავებულ თანამდებობებს ნაწილობრივ პირადი მიზნების მისაღწევად იყენებენ.

ამ ტენდენციის გავრცელებაზე მიუთითებს კიდევ 21%, ხოლო მათ შორის 15% თვლის, რომ ეს ძალიან გავრცელებული ტენდენციაა. გამოკითხულთა მხოლოდ 5 % აცხადებს რომ საჯარო მოხელეები თანამდებობებს ბოროტად არ იყენებენ. ხოლო 11% მიიჩნევს, რომ ეს ტენდენცია უფრო მეტად არ არის გავრცელებული, ვიდრე არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები