მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გამოკითხულთა 31%-ს არასოდეს გამოუყენებია ინტერნეტი

5ae6d769dd78b
მეგი კავთუაშვილი
30.04.18 12:22
729
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევით, გამოკითხული მოსახლეობის ნახევარზე მეტი (51%) ინტერნეტს ყოველდღიურად იყენებს. 31%-ს არასოდეს გამოუყენებია, 2-მა % კი საერთოდ არ იცის რა არის ინტერნეტი.

ინტერნეტით კვირაში ერთხელ მაინც სარგებლობს გამოკითხულთა 9%, თვეში ერთხელ - 2 %, უფრო იშვიათად კი 5%.

NDI-ის კვლევა 20 მარტიდან 4 აპრილს პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში 2194 ადამიანი მონაწილეობდა. კვლევა პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები