მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გამოკითხულთა 50% covid-19-ის საპასუხოდ მთავრობის ეკონომიკურ გეგმას ეფექტიანად აფასებს - NDI

60599b84999a4
ინგა მურუსიძე
23.03.21 11:40
440

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, კორონავირუსის საპასუხოდ მთავრობის მიერ შემუშავებულ ეკონომიკურ გეგმას მოსახლეობის 50% ეფექტიანად აფასებს.

NDI-ს კითხვაზე: თქვენი აზრით, რამდენად ეფექტური ან არაეფექტიანია საქართველოში კორონავირუსის საპასუხოდ მთავრობის მიერ შემუშავებული ეკონომიკური გეგმა? გამოკითხულთა 37% პასუხობს, რომ არაეფექტიანია, ხოლო 13% ამბობს, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის.

ინფორმაციისთვის, კვლევა 2021 წლის 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები