"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევის მიხედვით, 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებული საპენსიო რეფომრის შესახებ მოსახლეობის 87%-ს სმენია. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, მათი 53%, ვისაც რეფორმის შესახებ სმენია, ამ ცვლილებას ნეგატიურად აფასებს.
გამოკითხულთა 49% ამბობს, რომ ჩაერთო ახალ საპენსიო სქემაში. იმ პირთა 95%, რომელმაც თქვა, რომ დასაქმებულია, სმენია ახალი საპენსიო სქემის შესახებ და მასში ჩაერთო კიდეც, აცხადებს, რომ საპენსიო სქემაში ჩართვის შედეგად განკარგვადი შემოსავალი შეუმცირდა.
კვლევა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. გამოიკითხა 2087 ადამიანი; ცდომილების ზღვარი +- 2.3% პუნქტის ფარგლებშია.

























