მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გამოკითხულთა 73% ფიქრობს, რომ მუშების სამუშაო პირობები უსაფრთხო არ არის"

59784b3b90175
BM.GE
26.07.17 13:50
867
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 73% ფიქრობს, რომ მუშების სამუშაო პირობები უსაფრთხო არ არის. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს გამოქვეყნდა. 14% მიიჩნევს, რომ მუშების სამუშაო პირობები უსაფრთხოა, 13%-მა კი კითხვაზე პასუხი არ იცის.

ამასთან, გამოკითხულთა 66% ფიქრობს, რომ შრომითი უფლებები კერძო სექტორში დაცული არ არის, 19%-ს მიაჩნია, რომ დაცულია, 15%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
გამოკითხულთა 33%-ს მიაჩნია, რომ შრომითი უფლებები კარგად არის დაცული სახელმწიფო დაწესებულებებში, თუმცა, 48% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

ამასთან, გამოკითხულთა 46% ფიქრობს, რომ მოქალაქესა და დამსაქმებელს შორის დავების უმეტესობაში სასამართლო უპირატესობას დამსაქმებელს ანიჭებს, 23% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, 31%-მა კი არ იცის.

NDI-მ საველე სამუშაოები 18 ივნისიდან - 9 ივლისის ჩათვლით ჩაატარა. მის ფარგლებში სულ 2,261 დასრულებული ინტერვიუ ჩატარდა.კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.2%.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები