კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 1% მიიჩნევს, რომ მისი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა ომის გამო გაუმჯობესდება, 11%-ს კი მიაჩნია, რომ ომს გავლენა არ ექნება.
NDI-მ ასევე გამოიკითხა მოსახლეობის ზოგადი მოლოდინები რამდენიმე მიმართულებით. კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 80% მომდევნო 1 წლის განმავლობაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას ელოდება, 11%-ს მიაჩნია, რომ ეს ნაკლებად მოსალოდნელია.
გამოკითხულთა უმრავლესობა ელოდება საქართველოში პრო-რუსული ძალების გააქტიურებას და რუსეთის სამხედრო აგრესიას საქართველოს მიმართ.
აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებილი ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში - +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ჩატარდა 2,024 დასრულებული ინტერვიუ.




























