ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, საზოგადოების დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა და ახლა უკვე გამოკითხულთა უმრავლესობა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვას მხარს უჭერს.
მოსახლეობის 39% მიიჩნევს, რომ საქართველომ უფრო მეტად უნდა შეზღუდოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები; გამოკითხულთა 27%-ს აზრით, ეკონომიკური ურთიერთობა ისე უნდა დარჩეს, როგორც არის; გამოკითხულთა 25% კი ამბობს, რომ საქართველომ რუსეთთან ურთიერთობები უფრო მეტად უნდა გააღრმაოს; 9% შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებს.
შედარებისთვის, უკრაინასთან ომის დაწყებამდე მოსახლეობის უმრავლესობა (53%) მიიჩნევდა, რომ საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობები უნდა გაღრმავებულიყო; გამოკითხულთა 23% მხარს უჭერდა ურთიერთობების შეზღუდვას; მოსახლეობის 16%-ს კი მიაჩნდა, რომ ეკონომიკური ურთიერთობა ისე უნდა დარჩენილიყო, როგორც იყო; პოზიციის დაფიქსირებისგან თავს 8% იკავებდა.
სოციალური კვლევის საველე სამუშაოების 3-15 თებერვალსა და 9-20 მარტს ჩატარდა, გამოკითხვაში მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით 2,000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო, საშუალო ცდომილების ზღვარი 1.6-1.8%-ს შეადგენს.

























