მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობს

5af56635ce9e5
მეგი კავთუაშვილი
11.05.18 13:44
450
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული საჯარო პოლიტიკის საკითხების შესახებ გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ გამოკითხულთა 69% -ის აზრით, ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ჩართულია. მათი 77 % აცხადებს რომ ეს ფაქტი არ მოსწონს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართულობას მხოლოდ 17% აფასებს დადებითად.

გამოკითხულთა შორის მხოლოდ 19% დაასახელა რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში არ მონაწილეობს. მათ უმრავლესობას ეს არ მოსწონს (59%), დადებითად კი 33% აფასებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები