მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოკითხულთა უმრავლესობის ფიქრობს, რომ ბოლო წლებში სიღარიბის და კრიმინალის მხრივ სიტუაცია გაუარესებულია - NDI

6324392faf0b2
ვიქტორია მღებრიშვილი
16.09.22 12:50
1194
სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე - მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ ეროვნული საკითხებიდან მათთვის და მათი ოჯახებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს საკითხებია.

NDI-სა და CRRC-საქართველოს მიერ 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ კვლევაში, კითხვაზე - რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? - სამი პრიორიტეტული საკითხის შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებად ტერიტორიული მთლიანობა, პენსიები და ადამიანთა უფლებები დასახელდა.

კვლევის შედეგებში აღნიშნულია, რომ სხვა ჯგუფებთან შედარებით, ეთნიკურ უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სიღარიბე კიდევ უფრო მწვავე საკითხია. ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობისგან განსხვავებით, ეთნიკურ უმცირესობებში ტერიტორიული მთლიანობა მნიშნელოვან ეროვნულ საკითხად არ დასახელდა. ამასთან ავტორები, კვლევაზე დაყრდნობით აღნიშნავენ, მოქალაქეების პრიორიტეტები პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით არ იცვლება.

ამასთან, აღსანიშნია, რომ უმრავლესობის აზრით, ბოლო 10 წლის მანძილზე, ტერიტორიული მთლიანობის, სიღარიბის და კრიმინალის მხრივ სიტუაცია გაუარესებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები