მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი დადებითად დავით სერგეენკოს საქმიანობას აფასებს

5ae6c99b1a7c9
BM.GE
30.04.18 11:39
585
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევით, გამოკითხული მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი დადებითად შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს საქმიანობას აფასებს. მეორე ადგილზე გამკითხულთა სიმპათიით იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია, ხოლო მესამეზე - პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

ეკონომიკური გუნდის სამინისტროები დადებითი შეფასებების რეიტინგის სათავეში ვერ მოხვდნენ. ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდრადი განვითარების სამინსიტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობას, გამოკითხულთა უმრავლესობა საშუალოდ აფასებს.

ფინანსთა სამინისტროს შემთხვევაში დადებით შეფასებას (12%) უარყოფითი აჭარბებს (23%). ისევე, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემთხვევაში (დადებითი - 12%, უარყოფითი - 29%) და რეგიონული განვთარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში (დადებით - 15%, უარყოფითი - 19%).
NDI-ის კვლევა 20 მარტიდან 4 აპრილს პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში 2194 ადამიანი მონაწილეობდა. კვლევა პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები