მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გამომცემლობებს ვთავაზობ შეცვალონ იურისტებიც და PR-იც"

5b6945c91e926
BM.GE
07.08.18 11:19
576
"გამომცემლობებს, რომლებიც საზოგადოების თანაგრძნობის მოპოვებას ცდილობენ განცხადებებით, რომ გრიფირების ბრძანების შეცდომამ ისინი დააზარალა, ვთავაზობ შეცვალონ იურისტებიც და PR-იც“, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია საკუთარ სოციალურ ქსელში წელს. მურღულია ამბობს, რომ გრიფირების წესის თანახმად, სამინისტრო გრიფის მინიჭების შედეგად აფორმებს სალიცენზიო ხელშეკრულებას, რომელიც წარმოადგენს საფუძველს როგორც კერძო, ასევ საჯარო სკოლებთან ურთიერთობისათვის. ასევე, დასაბეჭდი ტირაჟების რაოდენობას, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლები აფიქსირებენ განათლების ერთიან საინფორმაციო სისტემაში.

„რადგან ამ გამომცემლობებთან არც სალიცენზიო ხელშეკრულება გაფორმებულა და არც კერძო სკოლების მოთხოვნა მიუღიათ ოფიციალური არხებით, გაუგებარია, რა ტირაჟების ბეჭდვას ახორციელებენ.

მესმის, რომ რიგ გამომცემლობებს არ ჰქონდათ საშუალება კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია მიეღოთ, თუმცა ვთავაზობ გრიფირების წესს კიდევ ერთხელ კარგად გაეცნონ. ჩემთვის ფაქტია, რომ მხოლოდ მეორე დონის კომიისიის მიერ ამოიფილტრა სახელმძღვანელო, სადაც ეწერა, რომ წყალი, ელექტროენერგია და გაზი ბუნებრივი რესურსებია. ასეთებს, ბეჭდვის დასრულებამდე ყოველდღე გამოვაქვეყნებ, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა არ შევა სკოლაში. შესაბამისად, არ მაქვს პრობლემა კომისიის გადაწყვეტილებებს დავეთანხმო.

არ ვაპირებ დავაზიანო რომელიმე კონკრეტული გამომცემლობის რეპუტაცია, ამიტომ ყველას შევახსენებ, რომ არსებობს არაერთი უაღრესად მაღალი დონის უცხოენოვანი წიგნი, რომლებმაც ქართულ თარგმანში ვერ შესძლეს აკადემიური ღირებულების ადექვატურად შენარჩუნება. ამიტომ, უცხოენოვანი წიგნის ხარისხი და ქართული თარგმანის ხარიხსი იდენტური არაა.

რამდენადაც ვუფრთხილდები სხვის რეპუტაციას, არანაკლებ ვეკიდები საკუთარს. შევახსენებ ყველას, რომ ჩემი, როგორც სახელმწიფო მოხელის თმენის ვალდებულება არ მოიცავს ცილისწამების თმენას.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ გრიფირებაში ყველა გამარჯვებული ვერ იქნება და შესაბამისად, იქნება პრეტენზიებიც. ჩემთვის პირველი დღიდან იყო ცხადი, რომ ყველა კითხვაზე რელევანტური პასუხი იქნებოდა გასაცემი. თუმცა, ასევე ნათელი იყო, რომ გრიფირების კიდევ ერთი წლის ჩავარდნა იქნებოდა სამინისტროს უმნიშვნელოვანესი რეპუტაციული რისკი.

შესბაამისად, ყველა კითვაზე არსებობს რელევანტური პასუხი და რაც მთავარია, გვექნება უკეთესი წიგნები“, - წერს მურღულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები