მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გამონაბოლქვის პრობლემა დაგვრჩება 1-2 წლის განმავლობაში მაინც"

5c0d38d4b8df6
BM.GE
09.12.18 19:38
1113
საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების პროცესს აფასებს. მისი თქმით, ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარება საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს. მელაძის თქმით, მხოლოდ ტექდათვალიერება საკმარისი არაა და სახელმწიფომ უნდა გადადგას სხვა ნაბიჯებიც, რათა ქვეყანაში ახალი ავტომობილების შემოყვანა უფრო მიმზიდველი გახდეს.

„გამონაბოლქვის მაჩვენებელი ჯერ ძალიან მაღალი გვაქვს. ეს პრობლემა დაგვრჩება სავარაუდოდ 1-2 წლის განმავლობაში მაინც. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველთვის გადიოდა ტექდათვალიერებას, ოღონდ შერბილებული ფორმით, გამონაბოლქვთან დაკავშირებით. მუნიციპალურ ტრანსპორტს, როგორც მერია გვპირდება, დაახლოვებით 2 წლის განმავლობაში ჩაანაცვლებს. მსუბუქი ავტომობილების შემოწმების სტანდარტი, რომელსაც ისინი გადიან გამონაბოლქვთან დაკავშირებით, არ გამოაკეთებს სურათს. ანუ გამონაბოლქვის დონე მაინც ძალიან მაღალი იქნება. არსებითი ცვლილებების მისაღებად სტანდარტის დაწევა მოგვიწევს. ავტომობილები თანდათან უნდა გადაკეთდეს, კატალიზატორების გათვალისწინებით. რჩება მოძველებული ავტოპარკის პრობლემაც. ამ კუთხით მერიას მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ახალი ავტომობილების წახალისება არ ხდება. პირიქით - ახალი ავტომობილების განბაჟება გაცილებით ძვირია, ვიდრე - ძველის,“ - აცხადებს მევლუდ მელაძე.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები