აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვიქტორ ორბანის თხოვნის მიუხედავად, უნგრეთისთვის გამონაკლისს არ დაუშვებს და ქვეყანას სანქცირებული Rosneft-ისა და Lukoil-ისგან ნავთობის იმპორტის გაგრძელების უფლებას არ მისცემს.
“ორბანი ჩემი მეგობარია, მაგრამ ის გამონაკლისის დაშვებას მთხოვს. მე მას უარი ვუთხარი. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ”,- თქვა ტრამპმა, მედიასთან საუბრისას.
ამ ფონზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დონალდ ტრამპისა და ვიქტორ ორბანის 7 ნოემბერს დაგეგმილი შეხვედრა ვაშინგტონში, ოვალურ კაბინეტში, სადაც განხილვის მთავარი საკითხი სწორედ უნგრეთისთვის გამონაკლისის დაშვება და ამერიკის მიერ სანქცირებული რუსული ნავთობის იმპორტის გაგრძელება უნდა ყოფილიყო.
შეგახსენებთ, 23 ოქტომბერს, ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა რუსული ნავთობგიგანტები, Rosneft-ი და Lukoil-ი, ასევე მათი შვილობილი ათობით კომპანია დაასანქცირა.




























