"აქ გამოსავალია ხელახალი არჩევნები. მიზანი არის დეესკალაცია, რადგან ის წერტილი დღეს, სადაც ვართ არის ძალიან სახიფათო, მაგრამ მგონია რომ ამის გარეშე განმუხტვა ვერ მოხდება,"- გადაცემა "ბიზნესის კვირეულის" ეთერში განაცხადა დეველოპერული კომპანია "არსის" აქციონერმა" თორნიკე აბულაძემ.
"ი,ს რაც დღეს ხდება - ხალხის ცემა, დაპატიმრება, სასჯელები, ის ბავშვები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ, ასაკი არ ვიცი, მაგრამ ხომ ეტყობა 18-19 წლის, ორგანიზებულ დანაშაულზე რაზეც არის საუბარი, დაპატიმრებების სტილი, ეს რეალურად არის ტერორი და მიდის სისტემური ტერორისკენ. ეს ცალსახად ასეა სათქმელი, რომ ასეა. რაც შეეხება ბიზნესს, ცხადია, რომ ბიზნესი ამას ყველაზე კარგად ხედავს და აანალიზებს, შეიძლება რაღაცას არ ამბობენ, მაგრამ მგონია რომ საბოლოოდ ყველაზე მეტი მუშაობა სწორედ ბიზნესის მხრიდან ხდება რაღაცეებზე.
რაც შეეხება გამოსავალს, აქ გამოსავალია ხელახალი არჩევნები. მიზანი არის დეესკალაცია, რადგან ის წერტილი დღეს სადაც ვართ არის ძალიან სახიფათო, მაგრამ მგონია რომ ამის გარეშე განმუხტვა ვერ მოხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში წავა ის, რაც 1990-იანებში ვიხილეთ, ოჯახების დაპირისპირება და ასე შემდეგ. არ ვგულისხმობ ახლა პოლიტიკურ საკითხს, იმისთვის, რათა ქვეყანა დალაგდეს აუცილებელია ხელახალი არჩევნები", - განაცხადა თორნიკე აბულაძემ.