მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გამოსავალი „ლოქდაუნში“ არ არის... აცრა სავალდებულო უნდა გახდეს“ - გიორგი ასათიანი

612a11c3c2490
ლიკა გურაბანიძე
28.08.21 18:35
1671
ფიტნესკლუბ “ოკტოპუსის” დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ აცრა სავალდებულო უნდა გახდეს და მასობრივი ვაქცინაციისთვის სახელმწიფომ ბევრი უნდა იმუშაოს.

„სახელმწიფომ, მთავრობამ მოსახლეობას აცრისკენ უფრო ინტენსიურად უნდა მოუწოდოს; უნდა დაარწმუნონ ისინი, რომ აცრა კარგია.

რეგულაციები უნდა დაწესდეს, მაგალითად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მხოლოდ აცრილი პირები დაუშვან. სხვაგვარად პანდემია ვერ დასრულდება. ფაქტია, შარშანაც ეპიდაფეთქების პიკი გვქონდა და წელსაც იგივე სიტუაცია გვაქვს. სიტუაციიდან გამოსავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვაში ან „ლოქდაუნში“ არ არის; გამოსავალი მოსახლეობის სრულად ვაქცინაციაში და პანდემიის სრულად დამარცხებაშია“, - ამბობს bm.ge-სთან გიორგი ასათიანი.

მისი ინფორმაციით, ამჟამად „ოქტოპუსის“ თანამშრომლების 85-90% უკვე აცრილია და ერთი კვირის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 100%-მდე გაიზრდება.

რაც შეეხება, ზოგადად, ფიტნესკლუბის საქმიანობას, გიორგი ასათიანის თქმით, კომპანიას ყოველთვიურად 200 ათას ლარამდე ზარალი აქვს. მიზეზი მომხმარებლის შემცირებაა, რაც თავის მხრივ პანდემიით და მისგან გამომდინარე შეზღუდვებით და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით აიხსნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები