მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გამოცხადდა მედიაკონკურსი „მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის საქართველოში“

გამოცხადდა მედიაკონკურსი „მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის საქართველოში“
04.06.25 12:10
896

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი აცხადებს მედია კონკურსს საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებისთვის.

კონკურსის - “მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის საქართველოში“ მიზანია საზოგადოებაში კორპორაციული მდგრადობის პოპულარიზაცია, თემის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მედია საშუალებების დაინტერესება ამ მიმართულებით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებს, რომლებიც მუშაობენ ტელე/რადიო ან ციფრულ/ბეჭდურ მედია საშუალებებში.

საკონკურსოდ წარდგენილი მასალა (ტელე/რადიო რეპორტაჟი, ბეჭდური/ონლაინ სტატია) უნდა იყოს ანალიტიკური და ეხებოდეს აქტუალურ საკითხებს კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა ჟურნალისტს, რომლის მიერ მომზადებული მასალა დაიბეჭდა, გამოქვეყნდა და ეთერში გავიდა 2024 წლის 1 სექტემბრიდან – 2025 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.

საკონკურსო ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 1 სექტემბერი.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია ბმულზე: https://corporateaward.ge/?page_id=2122

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები