კერძო სექტორს პროდუქციის ექსპორტზე გატანა კვლავ უჭირს. ბიზნესის ნაწილის მთავარი ორიენტირი მეზობელი ქვეყნებია მაშინ, როდესაც საქართველოს თუნდაც ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა აქვს. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ მსხვილ ბაზრებზე კონტაქტების მოძიება უჭირთ. გამოწვევაა ხარისხის დაკმაყოფილება. გიგა ბენია გვიერთდება დეტალებით. რა გამოწვევებს აწყდება ბიზნესი პროდუქციის ექსპორტზე გატანის პროცესში და სად ხედავს ბიზნესი გამოსავალს?