მერია ახლად რეაბილიტირებული ავლაბრის მეტროს გასახსნელად ემზადება, სადაც სამუშაოები 2024 წლის მარტში უნდა დასრულებულიყო. კალაძე თავს იწონებს პროექტით, თუმცა აღიარებს, რომ გამოცდილების არ ქონის გამო ბიზნესებს მეტროს რეაბილიტაციის პროექტირებისას პრობლემები ექმნებათ, რაც საბოლოო ჯამში დათქმული ვადების გაჭიანურებას იწვევს. პროექტში ცვლილებების გამო დროულად ვერ დასრულდა არაერთი პროექტი მათ შორის მთაწმინდა რუსთაველის საბაგირო, ამ დრომდე კითხვის ნიშნებია ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციაზეც, სადაც კონტრაქტორი წინასწარ შედგენილი პროექტის კორექტირებას ელოდება. რამდენად არის სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში საპროექტო კომპანიების გამოცდილება და კვალიფიკაცია პრობლემა და რამდენად ხშირია ამ მიზეზით ინფრასტრუქტურული სამუშაოების გაჭიანურება?