მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოვდივართ ინიციატივით, რომ ბიუჯეტს სამედიცინო რისკების მართვის ტვირთი ჩამოვხსნათ - PSP დაზღვევა

6215da5ba115e
ელენე გოგბერაშვილი
26.02.22 09:00
372
სადაზღვევო სექტორი მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის შეცვლის ინიციატივით მიმართავს. ბიზნესს მიაჩნია, რომ სახელმწიფომ საბიუჯეტო რესურსი უფრო მიზნობრივად უნდა განკარგოს და მოქალაქეთა ჯანმრთელობის რისკების მართვა კერძო სადაზღვევო ბიზნესს გადააბაროს. კერძო სექტორი განიხილავს სქემას, როცა პირველ ეტაპზე სავალდებულო საბაზისო დაზღვევა დასაქმებული ადამიანებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის სავალდებულო ხდება.

„საქართველოში ფორმალურ სექტორში არის დასაქმებული მოსახლეობის ის კატეგორია, რომელსაც შეუძლია საკუთარი ჯანმრთელობის რისკების მართვა გადააბაროს არა სახელმწიფოს, არამედ კერძო სადაზღვევო ბიზნესს. ამაზეა საუბარი, რომ სახელმწიფოსა და კერძო სადაზღვევო სექტორს შორის კონკურენცია მოვშალოთ და შევქმნათ ისეთი საფუძველი, სადაც  რაციონალური, ხარჯთეფექტიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო დაზღვევის ნაწილი იქნება.

სადაზღვევო პრემიას სახელმწიფო გადაიხდის თუ დამსაქმებელი ან ნაწილობრივ - დასაქმებული, ეს უკვე შეთანხმების ნაწილია. მთავარი და უპირობოა ის, რომ მოსახლეობის ის კატეგორია, რომელიც ფორმალურ სექტორშია დასაქმებული, რაღაც წესით ეტაპობრივად ჩამოეხსნას სახელმწიფო საყოველთაო პროგრამას და ეტაპობრივად გადაინაცვლოს კერძო სადაზღვევო სისტემაში, რომელიც მუშაობს ხარისხზე ორიენტირებულად, არის ხარჯთეფექტიანი, რაციონალური და ეს არის ის ველოსიპედი, რომელიც ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული და კერძო სადაზღვევო სისტემით სახელმწიფო ცდილობს გამოითავისუფლოს საბიუჯეტო რესურსები. კერძო ბიზნესი შედის ინიციატივით სახელმწიფოსთან, რომ საბიუჯეტო რესურსს ჩამოხსნას დატვირთვა, რაც სამედიცინო რისკების მართვასთან არის დაკავშირებული“, - აცხადებს PSP დაზღვევის გენერალური დირექტორი სოფო ლებანიძე.

აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მომსახურება ბიუჯეტს ყოველწლიურად სოლიდური თანხა უჯდება. მაგალითად, თუ გასულ წელს მისი ბიუჯეტი 800 მილიონი ლარი იყო, წელს პროგრამის დაფინანსებისთვის 820 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები