მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოვლინდა ინფიცირების 223 ახალი შემთხვევა - Covid-სტატისტიკა განახლდა

6261027503665
ვიქტორია მღებრიშვილი
21.04.22 11:05
668
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული განახლებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 626 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 733 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 893 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 223 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 653 915 შეადგენს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 0.87%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.26%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.16%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 399 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 634 990.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 794 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 223 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 114 შემთხვევა, აჭარაში - 7, იმერეთში - 26, ქვემო ქართლში - 10, შიდა ქართლში - 16, გურიაში - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 8, კახეთში - 16, მცხეთა-მთიანეთში -11, სამცხე-ჯავახეთში - 3, რაჭა-ლეჩხუმ და ქვემო სვანეთში - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 105 საიდანაც, 341 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 187, აჭარაში - 12, იმერეთში - 83. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 76 პირი, მათ შორის, თბილისში - 50, აჭარაში - 6, იმერეთში - 9. 1 764 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები