მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოწვევები გადაჭრილია და სამუშაოები განახლდა - რა ვითარებაა ბათუმის შემოვლით გზაზე?

6374a15bdd640
BM.GE
16.11.22 12:36
534
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე არსებული გამოწვევები გადაჭრილია და სამშენებლო სამუშაოები განახლდა, - ინფორმაციას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

კერძოდ, სამინისტროს ცნობით, დასრულდა 3 გვირაბის და 14 ხიდის მშენებლობა, 2 გვირაბზე ბურღვა-აფეთქების სამუშაოები მიმდინარეობს, გრძელდება დარჩენილი ხიდების სამშენებლო სამუშაოები.

„ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, 14 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 20 სახიდე გადასასვლელი და 5 გვირაბი შენდება.

ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

ამჟამად არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას. პროექტის განხორციელების შედეგად, კი ბათუმის შემოვლითი გზა (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას.
პროექტი აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მიერ ფინანსდება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროცესის შეფერხებასთან დაკავშირებით bm.ge სექტემბერში წერდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები