მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოწვევები პროფესიული განათლების სექტორში - რაზე იმსჯელეს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე?

BM.GE
01.06.23 12:10
267
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მონაწილეობით პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაში ბიზნეს სექტორიც იღებდა მონაწილეობას. შეხვედრა საბჭოს წევრების გაცნობას და მათთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივის განხილვას ისახავდა მიზნად. სხდომის ფარგლებში, პროფესიული უნარების განვითარების ხელმძღვანელმა თამარ ქიტიაშვილმა შეფასების ანგარიშის ძირითად მიგნებებზე ისაუბრა, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ცისნამი საბაძემ შრომის ბაზრის პროგნოზირების მექანიზმები წარადგინა, რის შემდეგაც, საბჭოს წევრებს შორის დისკუსია გაიმართა. დისკუსია პროფესიულ განათლებაში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებს და ამ პროცესში კერძო სექტორის როლს ეხებოდა. 

სტუმრები: თამარ ქიტიაშვილი - პროფესიული უნარების განვითარების სააგენტოს დირექტორი;
ლევან ვეფხვაძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები