მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამყოფი ხაზების გასწვრივ მოვაჭრე პირებისთვის შეღავათები დაწესდება

5adf04b1bd764
მეგი კავთუაშვილი
24.04.18 14:18
730
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი შესაძლებლობებისთვის კანონპროექტი მზადდება.

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პირად ნომერს მიანიჭებს იმ პირებს, რომლებიც ლეგიტიმურად ცხოვრობენ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში. პირადი ნომრის მინიჭება ასეთ პირებს მისცემს შესაძლებლობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეთათვის გათვალისწინებული სხვადასხვა სერვისებით. მათ შორის, სპეციალური საწარმოს სტატუსის მიღებისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესაძლებლობას. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირებზე გავრცელდება დაბეგვრის შეღავათიანი წესებიც.

„წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობასა და ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ, ისარგებლონ გადამხდელის სპეციალური სტატუსით (სპეციალური საწარმოს სტატუსით) ან გადამხდელის სპეციალური სტატუსის მინიჭების გარეშე დარეგისტრირდნენ ჩვეულებრივ გადამხდელებად. გადამხდელის სპეციალური სტატუსის მინიჭების მოთხოვნა შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეს, ნეიტრალური დოკუმენტების მქონე პირს, პირადი ნომრით რეგისტრირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ პირს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომლებიც განახორციელებენ სავაჭრო ოპერაციებს გამყოფი ხაზის გასწვრივ საგადასახადო შეღავათებით და იმოქმედებენ გადამხდელის სპეციალური სტატუსით განსაზღვრული უფლებებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით, რაც განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“ - ნათქვამია „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები