მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამყოფი ხაზის სიახლოვეს გაშენებული ვარდების ბაღი, რომელიც 24 წლის გოგონას ბიზნესად იქცა

5da2f36e59329
ნუცა ბაზლიძე
15.10.19 09:00
2627
24 წლის მარიამ ქობალია დამწყები მეწარმეა, რომელსაც ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში ყვავილების ბაღი და სანაშენე აქვს.

ამბობს, რომ წლების წინ ბებიის მიერ დაწყებული მეყვავილეობა-მებაღეობა, დღეს ბიზნესად აქცია.

მისი თქმით, ეს ერთგვარი ოჯახური ბიზნესია, საიდანაც ყოველთვიური შემოსავალი მინიმუმ 1000 ლარია.

როგორც მარიამი bm.ge-ის უყვება, გასულ წელს პროექტ YES-Georgia-ს შესახებ შეიტყო და გადაწყვიტა, საკუთარი ძალები მეწარმეობაში მოესინჯა. პირველი სამეწარმეო განათლება სწორედ კრისტალის „მეწარმეთა სკოლაში“ შეიძინა.
პროექტში ჩართვის შემდეგ, მან არა მარტო შესაბამისი განათლება მიიღო, არამედ USAID YES Georgia-ს პროექტის ბენეფიციარიც გახდა.

„პროექტის ფარგლებში, 2300 ლარით დამაფინანსეს, რითაც ჰოლანდიური ვარდების ნერგები შევიძინე. ნერგის მოვლას ვისგანაც ვყიდულობდი, ის მასწავლიდა, ამიტომ საქმე იმაზე უფრო მეტად გამიადვილდა, ვიდრე ველოდი“, - ამბობს მარიამი.

რაც შეეხება სარეალიზაციო ბაზარს, დამწყები მეწარმე ყვავილებს ადგილზე -სოფელშიც ყიდის, თუმცა ძირითადად მაინც ზუგდიდის ბაზარში, 4 მაღაზიაში აბარებს.

„თითქმის ყოველდღე, დაახლოებით, 100-140 ყვავილს ვუყრი თავს და მაღაზიებში საშუალოდ 1 ლარად ვაბარებ. ყვავილებზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ზოგჯერ სრულად ვერ ვაკმაყოფილებ, ამიტომ აქტიურად ვფიქრობს ბიზნესის გაფართოებაზე, რისთვისაც 5000 ლარი მჭირდება“,- ამბობს bm.ge-ისთან მარიამ ქობალია და დასძენს, რომ აპირებს, ფერმერთა ასოციაციის მიერ გამოცხადებული პროგრამით ისარგებლოს. სამოტივაციო წერილი უკვე გაგზავნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები