ვატყობ რომ გუშინ გუშინწინ ქალაქში ისევ დადის ბევრი მანქანა, ისევ დიდი მოძრაობაა თბილისში, ადამიანები ისევ იკრიბებიან, ეს დაუშვებელია, ცეცხლს ვეთამაშებით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მომავალი ორი სამი კვირა იქნება ძალიან მძიმე.
„პირდაპირ გეტყვით, იმიტომ 300–ს რომ გადავცილდებით, მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტად სწრაფი ზრდა იყოს. ამის ნიშანი იყო გვქონდა ჩვენ. თუ ჩვენ მოვადუნებთ დღეს სოციალური დისტანცირება და არ დავიცავით საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული რეგულაციები, იცოდეთ რომ აპრილის ბოლოს, მაისის პირველ დეკადაში გვექნება რამდენიმე ათასეული შემთხვევა ქვეყანაში. რამდენიმე ათასეულიდან იანგარიშეთ, რომ 20–30 პროცენტს დასჭირდება ინტენსიური თერაპია და რეანიმაციული ღონისძიებები, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის, და სამწუხაროდ გვექნება დანაკარგები.
ამიტომ ამას ყველაფერს ძალიან სერიოზულად მოვეკიდოთ და ვთხოვ საქართველოს მოსახლეობას, დავიცვათ ყველა წესი, რასაც გვეუბნება სახელმწიფო – დარჩი სახლში, დაიცავი დისტანცია, გქონდეს სოციალური დისტანცირება, არ შევიკრიბოთ სამ ადამიანზე მეტი, არ გავმართოთ დიდი ქეიფები, ქორწილები... რა თქმა უნდა, მწუხრის სუფრა, რაც ვიცით საქართველოში, შევიკავოთ ამ ეტაპზე თავი... შევიკავოთ თავი კიდევ ბევრი სხვა ტრადიციული და იქნება ეს რელიგიური თუ არარელიგიური ღონისძიებებისგან. იცით რომ ეს ორი კვირა უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.



























