გასვლითი ვიზიტები ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად შემცირდა. PMCG-ის პუბლიკაციით, წლის მესამე კვარტალში კლება 7%-ია, რის მიზეზადაც ერთი მხრივ აგვისტოში არსებული ინფლაცია და მეორე მხრივ UEFA EURO 2024-ის პერიოდი სახელდება, რომელმაც ვიზიტების შემდგომი ვარდნა განაპირობა. რა ხდება დღეს? - წლის ყველაზე აქტიურ პერიოდში, როცა ტურისტული პაკეტების გაყიდვები ყველაზე მაღალია.