მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განაცხადების წარდგენის ვადა იწურება - 300-ლარიანი კომპენსაცია 88 721 მოქალაქემ მიიღო

5fe4849333e5b
BM.GE
24.12.20 16:11
879
300-ლარიანი კომპენსაციების მისაღებად განაცხადების წარდგენის ვადა დღეს იწურება. სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, კომპენსაციები უკვე 80 201 მოქალაქეს ჩაერიცხა, დღის ბოლომდე კი დამატებით 8 520 ადამიანი მიიღებს მას. 

უწყების ინფორმაციით, ამ დახმარებების გაცემაზე ბიუჯეტიდან ჯამში 26,616,300 ლარი არის გადარიცხული.

"შეგახსენებთ, რომ 300-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, პირველადი ელექტრონული განაცხადების წარდგენის ვადა დღეს, 24 დეკემბერს იწურება, ხოლო წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, დღეის მდგომარეობით დაახლოებით 111 157 განაცხადი არის რეგისტრირებული.

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებს და კომპანიის წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დროულად მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია.

ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ, მიღებულ დადგენილებაში შესული ცვლილების თანახმად, კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასის ჩარიცხვა 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე,"- ნათქვამია სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ამ კომპენსაციების გაცემის გადაწყვეტილება მთავრობამ ახალი ლოქდაუნის დაწესების შემდეგ მიიღო. დახმარებები ჩაერიცხებათ სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულ იმ ადამიანებს, რომელთა სამსახურებიც შეზღუდვების გამო დროებით დაიხურნენ.